როგორ დავამატოთ ვებგვერდზე პროდუქტები - WordPress / WooCommerce

ამ სტატიაში ნახავთ, როგორ დაამატოთ ახალი პროდუქტი WooCommerce მაღაზიაში.

  1. შედით საიტის ადმინპანელში.
  2. მარცხენა მენიუში დააჭირეთ პროდუქტები, შემდეგ — ახალი პროდუქტის დამატება.
    მენიუ: პროდუქტები → ახალი პროდუქტის დამატება
    მენიუ: პროდუქტები → ახალი პროდუქტის დამატება
  3. ველში პროდუქტის სახელი ჩაწერეთ სახელი, ხოლო ქვემოთ, ველში პროდუქტის აღწერა, — აღწერა.
    პროდუქტის სახელი და აღწერა
    პროდუქტის სახელი და აღწერა
  4. ბლოკში პროდუქტის მონაცემები, ჩანართში ძირითადი, მიუთითეთ ჩვეულებრივი ფასი. ფასდაკლების შემთხვევაში შეავსეთ ველი ფასდაკლების ფასი.
    ჩანართი „ძირითადი“: ჩვეულებრივი ფასი და ფასდაკლების ფასი
    ჩანართი „ძირითადი“: ჩვეულებრივი ფასი და ფასდაკლების ფასი
  5. ჩანართში მარაგები მიუთითეთ, პროდუქტი მარაგშია, არ არის მარაგში თუ ხელმისაწვდომია შეკვეთით. თუ გსურთ, რომ მარაგი ავტომატურად აღირიცხოს, მონიშნეთ Track stock quantity for this product (ველი Stock management) და ჩაწერეთ რაოდენობა.
    ჩანართი „მარაგები“
    ჩანართი „მარაგები“
  6. ჩანართში ატრიბუტები დაამატეთ მახასიათებლები, მაგალითად ზომა, წონა ან ფერი.
    ჩანართი „ატრიბუტები“
    ჩანართი „ატრიბუტები“
  7. მარჯვენა სვეტში:
    • პროდუქტის სურათი — დააჭირეთ პროდუქტის სურათის დაყენება და აირჩიეთ ფოტო მედიაბიბლიოთეკიდან ან ატვირთეთ ახალი;
    • პროდუქციის გელერეა — დაამატეთ დამატებითი ფოტოები, თუ გსურთ, რომ პროდუქტის გვერდზე რამდენიმე სურათი გამოჩნდეს;
    • პროდუქტის კატეგორიები — მონიშნეთ ერთი ან რამდენიმე კატეგორია.
    მარჯვენა სვეტი: პროდუქტის სურათი, გალერეა და კატეგორიები
    მარჯვენა სვეტი: პროდუქტის სურათი, გალერეა და კატეგორიები
  8. თუ საიტი მრავალენოვანია, მარჯვენა სვეტის ენის ბლოკში (Language) შექმენით პროდუქტის თარგმანი, მაგალითად ინგლისურ ენაზე. (ეს ბლოკი ჩანს მხოლოდ მრავალენოვან საიტებზე.)
  9. დააჭირეთ გამოქვეყნება. ამის გარეშე პროდუქტი საიტზე არ გამოჩნდება.
    ღილაკი „გამოქვეყნება“
    ღილაკი „გამოქვეყნება“

დეტალური ინსტრუქცია: როგორ დავამატოთ და დავარედაქტიროთ პროდუქტი.

ABOVE Digital – abovedigital.io