როგორ ვმართოთ შეკვეთები და დავაბრუნოთ თანხა
ამ სტატიაში ნახავთ, როგორ დაამუშაოთ შეკვეთა WooCommerce-ში, რას ნიშნავს თითოეული სტატუსი და როგორ დააბრუნოთ თანხა.
რა დაგჭირდებათ
- ანგარიში Shop manager ან Administrator როლით.
შეკვეთის გახსნა
- შედით ადმინპანელში და გახსენით WooCommerce > Orders.

შეკვეთების სია - შეკვეთის მოსაძებნად ზედა ველში ჩაწერეთ შეკვეთის ნომერი, მომხმარებლის სახელი ან ელფოსტა და დააჭირეთ Search orders.
- დააჭირეთ შეკვეთის ნომერს.
შედეგი: დაინახავთ თარიღს, სტატუსს, გადახდისა და მიწოდების მონაცემებს და შეკვეთილ პროდუქტებს.
შეკვეთის დამუშავება
- შეამოწმეთ, რომ შეკვეთას აქვს სტატუსი Processing — ეს ნიშნავს, რომ თანხა მიღებულია.
- მოამზადეთ და გააგზავნეთ შეკვეთა.
- ველში Status აირჩიეთ Completed.
- დააჭირეთ Update.

Status ველი და Update ღილაკი
შედეგი: მომხმარებელი ელფოსტით მიიღებს შეტყობინებას, რომ შეკვეთა შესრულებულია.
შეკვეთის სტატუსები
- Pending payment — შეკვეთა შექმნილია, თანხა ჯერ არ გადახდილა. ასეთ შეკვეთას ნუ გააგზავნით.
- On hold — გადახდა დასადასტურებელია (მაგ. საბანკო გადარიცხვა). თანხის მიღების შემდეგ შეცვალეთ Processing-ზე.
- Processing — თანხა მიღებულია, შეკვეთა უნდა მომზადდეს და გაიგზავნოს.
- Completed — შეკვეთა შესრულებულია. დამატებითი მოქმედება არ სჭირდება.
- Cancelled — შეკვეთა გააუქმა ადმინისტრატორმა ან მომხმარებელმა.
- Refunded — თანხა სრულად დაბრუნებულია.
- Failed — გადახდა ვერ შესრულდა ან უარყოფილია.
თანხის დაბრუნება
- გახსენით შეკვეთა და დააჭირეთ Refund.

Refund ღილაკი შეკვეთის გვერდზე - თითოეული პროდუქტის გასწვრივ მიუთითეთ დასაბრუნებელი რაოდენობა, ან ჩაწერეთ თანხა ველში Refund amount.
- სურვილისამებრ, ველში Reason for refund მიუთითეთ მიზეზი.
- აირჩიეთ დაბრუნების გზა:
- Refund … via … — თანხა ავტომატურად დაბრუნდება გადახდის სისტემის მეშვეობით (თუ სისტემა ამას მხარს უჭერს).
- Refund manually — WooCommerce დაბრუნებას მხოლოდ აღრიცხავს; თანხა თავად უნდა დააბრუნოთ ბანკის ან გადახდის სისტემის პანელიდან.
შედეგი: სრული თანხის დაბრუნებისას სტატუსი ავტომატურად გახდება Refunded. ნაწილობრივი დაბრუნებისას სტატუსი არ იცვლება.
ხშირი შეცდომები
- სტატუსის ხელით შეცვლა Refunded-ზე ან Cancelled-ზე. ეს მომხმარებელს თანხას არ უბრუნებს — გამოიყენეთ ღილაკი Refund.
- Refund manually-ის არჩევა და ბანკში თანხის დაბრუნების დავიწყება.
- სტატუსის შეცვლა Update-ზე დაჭერის გარეშე — ცვლილება არ შეინახება.
- Pending payment შეკვეთის გაგზავნა — თანხა ჯერ მიღებული არ არის.
ხშირად დასმული კითხვები
- მომხმარებელს შეკვეთის წერილი არ მიუვიდა. რა ვქნა? სთხოვეთ, შეამოწმოს სპამის საქაღალდე. თუ წერილი იქაც არ არის, გაგზავნეთ მოთხოვნა თემით E-Commerce Support.
- რატომ ჩანს ბევრი შეკვეთა სტატუსით Failed? გადახდის სისტემამ ბარათი უარყო. იხ. სტატია „რა ვქნათ, თუ გადახდა ან მიწოდება არ მუშაობს".