როგორ დავარედაქტიროთ კონტენტი - WordPress/Elementor
საიტის კონტენტის რედაქტირება ორი გზით შეგიძლიათ.
გზა 1. ადმინპანელიდან
- შედით ადმინპანელში და მარცხენა მენიუში დააჭირეთ გვერდები.
- იპოვეთ გვერდი, რომლის შეცვლაც გსურთ, მიიტანეთ მასზე კურსორი და დააჭირეთ Edit with Elementor.

გვერდები → Edit with Elementor - სათაურის, ტექსტის ან ფოტოს შესაცვლელად დააწკაპუნეთ სასურველ ელემენტზე. მარცხენა პანელში გაიხსნება მისი პარამეტრები — იქ შეცვალეთ ტექსტი.

ტექსტის რედაქტირება მარცხენა პანელში (Elementor-ს ქართული ინტერფეისი არ აქვს, ამიტომ ეკრანზე ინგლისური წარწერებია) - ფოტოს შემთხვევაში დააწკაპუნეთ სურათზე, მარცხენა პანელში დააჭირეთ სურათის ველს (Choose Image) და აირჩიეთ ფოტო გალერეიდან ან ატვირთეთ ახალი.

ფოტოს შეცვლა: Choose Image (Elementor-ს ქართული ინტერფეისი არ აქვს, ამიტომ ეკრანზე ინგლისური წარწერებია)
გზა 2. საიტიდან
- შედით ადმინპანელში, შემდეგ გახსენით საიტზე ის გვერდი, რომლის შეცვლაც გსურთ, საჭირო ენაზე.
- ზედა შავ ზოლში დააჭირეთ Edit with Elementor ან Edit Page.

ზედა შავი ზოლი: Edit Page და Edit with Elementor
ცვლილებების შენახვა
ზედა მარჯვენა კუთხეში დააჭირეთ Publish (უკვე გამოქვეყნებულ გვერდზე შეიძლება ეწეროს Update). ამ ღილაკზე დაჭერის გარეშე ცვლილებები საიტზე არ გამოჩნდება.