ისწავლეთ ონლაინ მაღაზიის მართვა

სასწავლო კურსი WooCommerce-ზე აწყობილი მაღაზიის ყოველდღიური მართვისთვის: პროდუქტები, მარაგი და შეკვეთები.

რა დაგჭირდებათ

  • ანგარიში Shop manager ან Administrator როლით.
  • დაახლოებით ერთი საათი.

ნაწილი 1. გაეცანით ადმინპანელს

  1. შედით ადმინპანელში (თქვენი-დომენი/wp-admin).
  2. მარცხენა მენიუში იპოვეთ Products (პროდუქტები) და WooCommerce > Orders (შეკვეთები).
    მარცხენა მენიუ, მონიშნული Products და WooCommerce
    მარცხენა მენიუ, მონიშნული Products და WooCommerce

ნაწილი 2. პროდუქტები და მარაგი

  1. დაამატეთ საცდელი პროდუქტი სტატიის „როგორ დავამატოთ და დავარედაქტიროთ პროდუქტი" მიხედვით (მოკლე ვერსია: https://support.abovedigital.io/knowledgebase.php?article=1).
  2. შექმენით კატეგორია: Products > Categories, ჩაწერეთ Name და დააჭირეთ Add new category.
  3. პროდუქტის გვერდზე, ჩანართში Inventory, ჩართეთ მარაგის აღრიცხვა და მიუთითეთ რაოდენობა.
    შედეგი: ყოველი გაყიდვის შემდეგ მარაგი ავტომატურად შემცირდება.

ნაწილი 3. შეკვეთების დამუშავება

  1. გახსენით WooCommerce > Orders (დეტალურად: https://support.abovedigital.io/knowledgebase.php?article=3).
  2. დააჭირეთ შეკვეთის ნომერს.
    შედეგი: დაინახავთ თარიღს, სტატუსს, გადახდისა და მიწოდების მონაცემებს და შეკვეთილ პროდუქტებს.
  3. შეკვეთის გაგზავნის შემდეგ ველში Status აირჩიეთ Completed.
  4. დააჭირეთ Update.
    შედეგი: მომხმარებელი ელფოსტით მიიღებს შეტყობინებას შეკვეთის სტატუსის შესახებ.

შეკვეთის სტატუსები

  • Pending payment — შეკვეთა შექმნილია, გადახდა ჯერ არ მომხდარა.
  • On hold — გადახდა დასადასტურებელია (მაგ. საბანკო გადარიცხვა).
  • Processing — თანხა მიღებულია, შეკვეთა უნდა მომზადდეს და გაიგზავნოს.
  • Completed — შეკვეთა შესრულებულია.
  • Cancelled — შეკვეთა გაუქმებულია.
  • Refunded — თანხა დაბრუნებულია.
  • Failed — გადახდა ვერ შესრულდა.

ნაწილი 4. თანხის დაბრუნება

  1. გახსენით შეკვეთა და დააჭირეთ Refund.
  2. მიუთითეთ დასაბრუნებელი პროდუქტების რაოდენობა ან თანხა.
  3. დააჭირეთ Refund … via … (ავტომატური დაბრუნება გადახდის სისტემით) ან Refund manually (თანხას თავად დააბრუნებთ ბანკის მეშვეობით).
    შედეგი: შეკვეთის სრული თანხის დაბრუნებისას სტატუსი გახდება Refunded.

შეამოწმეთ საკუთარი თავი

კურსი გავლილია, თუ შეგიძლიათ:

  • პროდუქტის დამატება და მისი მარაგის მითითება;
  • შეკვეთის გადაყვანა Processing-დან Completed-ზე;
  • შეკვეთის მოძებნა ნომრით.

ხშირი შეცდომები

  • სტატუსის ხელით შეცვლა Refunded-ზე. ეს თანხას არ აბრუნებს — გამოიყენეთ ღილაკი Refund.
  • სტატუსის შეცვლა Update-ზე დაჭერის გარეშე. ცვლილება არ შეინახება.
  • პლაგინების დაყენება ან განახლება შეთანხმების გარეშე — შეიძლება დაზიანდეს გადახდა ან მიწოდება.

დაკავშირებული სტატიები

ABOVE Digital – abovedigital.io