როგორ დავამატოთ და დავარედაქტიროთ პროდუქტი
ამ სტატიაში ნახავთ, როგორ დაამატოთ ახალი პროდუქტი WooCommerce მაღაზიაში, მიუთითოთ ფასი და მარაგი და გამოაქვეყნოთ ის.
რა დაგჭირდებათ
- ანგარიში Shop manager ან Administrator როლით.
- პროდუქტის სახელი, აღწერა, ფასი და ფოტოები.
ახალი პროდუქტის დამატება
- შედით ადმინპანელში და გახსენით Products > Add New.

Products > Add New - ზედა ველში ჩაწერეთ პროდუქტის სახელი.
- ქვედა ტექსტურ ველში დაწერეთ აღწერა: რას იღებს მომხმარებელი, მასალა, ზომები და მოვლის წესი.
- ბლოკში Product data, ჩანართში General, ჩაწერეთ ფასი ველში Regular price.

Product data — General - ფასდაკლებისას ჩაწერეთ ფასდაკლებული ფასი ველში Sale price. ფასდაკლების პერიოდის მისათითებლად დააჭირეთ Schedule.
- გახსენით ჩანართი Inventory და აირჩიეთ Stock status: In stock (მარაგშია), Out of stock (ამოწურულია) ან On backorder (შეკვეთით).
- თუ გსურთ, რომ მარაგი ავტომატურად აღირიცხოს, მონიშნეთ Track stock quantity for this product და ჩაწერეთ რაოდენობა ველში Quantity.
- ჩანართში Attributes დაამატეთ მახასიათებლები, მაგ. ზომა, ფერი ან წონა.
- მარჯვენა პანელში, ბლოკში Product categories, მონიშნეთ ერთი ან რამდენიმე კატეგორია.
- ბლოკში Product image დააჭირეთ Set product image და აირჩიეთ მთავარი ფოტო მედიაბიბლიოთეკიდან ან ატვირთეთ ახალი.
- დამატებითი ფოტოებისთვის, ბლოკში Product gallery, დააჭირეთ Add product gallery images.
- თუ საიტი მრავალენოვანია, ენის ბლოკში (Language) შექმენით პროდუქტის თარგმანი.
- დააჭირეთ Publish.

Publish ღილაკი
შედეგი: პროდუქტი გამოჩნდება მაღაზიაში. შესამოწმებლად ზედა ნაწილში დააჭირეთ View product.
პროდუქტის რედაქტირება
- გახსენით Products.
- მიიტანეთ კურსორი პროდუქტზე და დააჭირეთ Edit.
- შეიტანეთ ცვლილებები და დააჭირეთ Update.
პროდუქტის დროებით დამალვა
- ჩანართში Inventory აირჩიეთ Out of stock, ან
- ბლოკში Publish შეცვალეთ სტატუსი Draft-ზე და დააჭირეთ Update.
ხშირი შეცდომები
- Publish-ზე დაჭერა დაგავიწყდათ — პროდუქტი საიტზე არ გამოჩნდება.
- Sale price მეტია Regular price-ზე — ფასდაკლება არასწორად გამოჩნდება.
- პროდუქტი კატეგორიის გარეშე — მომხმარებელი მას კატალოგში ვერ იპოვის.
ხშირად დასმული კითხვები
- სხვადასხვა ზომა სხვადასხვა ფასით როგორ დავამატო? ასეთ პროდუქტს Variable product ჰქვია. მის შესაქმნელად გაგზავნეთ მოთხოვნა თემით E-Commerce Support — დაგეხმარებით.
- რა ზომის ფოტოები ავტვირთო? გამოიყენეთ ერთნაირი ზომის კვადრატული ფოტოები, რომ მაღაზია მოწესრიგებული იყოს.